ზაქარია ფალიაშვილის ქN66, თბილისი

ესპანური ენის შესწავლა, Updated 2025

ესპანური ენის კურსები

ესპანური ენის კურსები საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან ესპანური ენა მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული ენაა, რომელზეც 500 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. ეს არის ენა, რომელიც ხსნის შესაძლებლობებს მოგზაურობაში, კარიერაში, კულტურასა და კომუნიკაციაში.

ესპანურის გაკვეთილები

ესპანური ენის გაკვეთილები: გთავაზობთ ესპანური ენის სხვადასხვა პროგრამებს რომლებიც ემსახურება სხვადასხვა დონეზე ენის შესწავლას.

ჩვენი გაკვეთილები მოიცავს:

  • გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას: ჩვენ დაგეხმარებით ესპანური ენის გრამატიკის სრულყოფილად ათვისებაში, რაც საფუძველს ჩაუყრის ენის თავისუფლად მეტყველებას;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრებას: ჩვენ გასწავლით ყოველდღიურ საუბარში საჭირო ლექსიკას, ასევე სხვადასხვა თემებზე საუბრისთვის საჭირო სიტყვებსა და გამოთქმებს;
  • საუბრის პრაქტიკას: ჩვენ შექმნით თქვენთვის კომფორტულ და მეგობრულ გარემოს, სადაც შეგიძლიათ ივარჯიშოთ ესპანურად საუბარში და დაძლიოთ ენობრივი ბარიერი;
  • აუდიო და ვიდეო მასალები: ჩვენ გამოვიყენებთ თანამედროვე და საინტერესო აუდიო და ვიდეო მასალებს, რათა ესპანური ენის სწავლის პროცესი უფრო ეფექტური და სახალისო გახდეს;
  • ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ მოსწავლეს და ვქმნით ესპანური ენის სწავლების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც მორგებულია თითოეული მოსწავლის უნარებსა და მიზნებზე.

ესპანური ენის გაკვეთილები – ეს არის შესაძლებლობა, აღმოაჩინოთ ახალი სამყარო და გააფართოვოთ თქვენი ჰორიზონტი!

  • ესპანური სალაპრაკო კურსი: ეს პროგრამა განკუთვინილია იმათთვის ვისაც აინტერესებს ესპანურის მხოლოდ სასაუბრო დონეზე შესწავლა. ეს პროგრამა არ არის დატვირთული გრამატიკით არამედ მასში უხვადაა დიალოგები და მოსმენა. კურსი არის მოკლედვადიანი, ის მთავრდება 3 თვეში და სტუდენტებს ექნებათ საკმაირისი ცოდნა რომ ესპანური ენა გამოიყენონ მოგზაურობის დროს. ამ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ გააგრძელონ ესპანური ენის გაკვეთილები მომდევნო საფეხურზე გადასვლით. მათ შეუძლიათ დაიწყონ A1 დონით და დაასრულონ B2 დონეზე ესპანურის შესწავლით. მოსწავლეები გაივლიან Aula Internacional (Difusión) წიგნს რაც მორგებულია ენის ინტერაქციული მეთოდებით შესწავლაზე. ამ კურსში მაქსიმალური აქცენტი კეთდება დიალოგებზე რითაც მოსწავლეები იწყებენ მალევე საუბარს და სიტყვებით მარტივი წინადადებების აგებას.

    -ინდივიდუალური გაკვეთილები – 360 ლარი (8 გაკვეთილი) ხანგრძლივობა 1 საათი
    -ჯგუფური გაკვეთილები – 160 ლარი (8 გაკვეთილი) ხანგრძლივობა 1,5 საათი
     
  • გამოცდისთვის მომზადება: ამ კურსზე მოსწავლეები გადიან გამოცდის ყველა კომპონენტს: გრამატიკა, ლექსიკა, მოსმენა და საუბარი. ეს კურსი მიმდინარეობს 1 წლის განმავლობაში და ბევრად უფრო ინტენსიურია. როგორც წესი ამ კურს გადიან ის სტუდენტები რომლებიც აპირებენ ესპანურ ენოვან უნივერსიტეტში ჩაბარებას ან სწავლის გაგრძელებას. ასევე ხშირია ისეთი სტუნდების დასწრება რომლებიც აპირებენ ესპანურ ენოვან ქვეყანაში იმიგრირებას და იქ ცხოვრებას. ამ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ DELE გამოცდა.

    საგამოცდო კურსის ღირებულება 500 ლარია. ის ტარდება კვირაში ორჯერ და ხანგრძლივობა ორი საათია. გაკვეთილების დროს სტუდენტები აბარებენ სიმულირებულ საგამოცდო ტესტებს რაც მათ ეხმარებათ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ტესტის ჩაბარების დღეს არსებულ საგამოცდო სიტუაციას.

ესპანური ენის შემსწავლელი კურსი

ესპანურის ენის კურსების ჩვენთან გავლის უპირატესობები

 

  • კვალიფიციური პედაგოგები: ჩვენი პედაგოგები არიან გამოცდილი და სერტიფიცირებული ესპანური ენის სპეციალისტები, რომლებიც დაგეხმარებიან ენის ეფექტურად და სახალისოდ შესწავლაში;
  • ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ ვქმნით სასწავლო პროგრამას, რომელიც მორგებულია თქვენს საჭიროებებსა და მიზნებზე;
  • მრავალფეროვანი სასწავლო მასალები: ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე და ეფექტურ სასწავლო მასალებს, რომლებიც მოიცავს აუდიო და ვიდეო მასალებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და თამაშებს;
  • მყუდრო და მეგობრული გარემო: ჩვენს ცენტრში თქვენ იგრძნობთ თავს კომფორტულად და თავისუფლად, რაც ხელს შეუწყობს ესპანური ენის წარმატებულ შესწავლას.

დაგვეკონტაქტეთ მითითებულ ნომერზე და შეიტყვეთ მეტი ესპანურის ენის კურსებზე. ესპანური ენის მასწავლებელი მოგაწვდით დეტალებს ესპანური ენის კურსთან დაკავშირებით.

ესპანური ენის შესწავლით დაინტერესებული ხართ?