არაბული ენის კურსები (არაბულის კურსები): არაბული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი მაშტაბური ენაა. მასზე საუბრობენ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში და სხვა მრავალ ქვეყანაში. არაბული ენის ცოდნა საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ განსხვავებულ კულტურას, დაამყაროთ ახალი კონტაქტები და მიიღოთ მეტი შესაძლებლობა დასაქმებისთვის.
თუ გსურთ არაბული ენის შესწავლა, მაშინ ჩვენი კურსი თქვენთვისაა! ჩვენ გთავაზობთ არაბული ენის შესწავლას გამოცდილი პედაგოგების ხელმძვანელობით. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. თქვენ შეისწავლით არაბულ გრამატიკას, ლექსიკას, კითხვისა და წერის უნარებს.
არაბულის გაკვეთილები: ჩვენ გთავაზობთ არაბული ენის გაკვეთილებს, რომლებიც მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ჩვენი გამოცდილი პედაგოგები დაგეხმარებიან, რომ სწრაფად და ეფექტურად დაეუფლოთ არაბულ ენას. ამ ეტაპისთვის ჩვენს სკოლაში შეგიძლიათ გაიაროთ დაწყებითი არაბული ენის კურსები ინდივიდუალურად ან ჯგუფში დასწრებით. კურსების ღირებულება 260 და 160 ლარია და მოიცავს 8 გაკვეთილს. ერთი ჯგუფური გაკვეთილის ხანგრძლივობა საათნახევარია ხოლო ინდივიდუალურის კი ერთი საათი.
სტუდენტები არაბულის გაკვეთილებს გაივლიან Al-Kitaab წიგნით რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება თანამედროვე არაბული ენის შესწავლაში. ეს სახელმძღვანელო გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დიდი პოპულარულობით სარგებლობს თავისი პრაქტიკული და თანამედროვე მასალით.
ჩვენი ცენტრი ყოველწლიურად აორგანიზებს შეხვედრებს ჩვენს სტუდენტებს და არაბ სტუმრებს შორის. შეხვედრები გაცნობითი სახეობისაა და ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიგონ მეტი მიმდინარე სამუშაო პროგრამებზე არაბეთში და სხვა ქვეყნებში.
დაგვეკონტაქტეთ ან მოგვწერეთ დამატებითი დეტალების მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს სკოლას რომლის მისამართია: 66 ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, თბილისი ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 55 02 76
დამატებით, არაბული ენის მასწავლებელი გიორგი უკეთ აგიხსნით არაბული ენის კურსების მეთოდოლოგიას, სასწავლოს მასალის ხასიათს და კურსის ზოგად მოლოდინს.
არაბული ენის შესწავლით დაინტერესებული ხართ?
2025 – www.languageschool.ge