მოგესალმებით, მე მაია მქვია და Languageschool-ში ესპანურ ენას ვასწავლი. წარმოთობით ბათუმიდან ვარ. ესპანური ენა ყოველთვის მიზიდავდა. განსაკუთრებით მისი ჟღერადობა. ამიტომ სკოლის დამთავრების მერე ვალენსიის უნივერსიტეტში ენათმცოდნეობა დავამთავრე და ესპანური ენის როგორც უხცო ენის სწავლება დავიწყე. სპეციალიზირებული ვარ DELE და SIELE გამოცდებისთვის მომზადებაში. ვასწავლი სხვადასხვა კურს სხვადასხვა ეტაპისთვის. ასევე ვასწავლი მსურველებს ესპანურს ვისაც უბრალოს სურს ესპანეთში მოგზაურობა. ესპანური ენის თუნდაც საბაზისო დონეზე სწავლით მათ შეუძლიათ მიიღონ უფრო მეტი კმაყოფილება მოგზაურობის დროს. დაელაპარაკონ ადგილობრივებს ესპანურად, მაღაზიაში, მოლში და კაფეებში.
LanguageSchool-ში მაქვს საშუალება ქართველ სტუდენტებს ვასწავლო ესპანური ენა. გარდა ამისა გავუზიარო მათ ჩემი შთაბეჭდილებები ესპანური კულტურის, ცეკვის, სამზარეულოს და მუსიკის შესახებ. თავისუფალ დროს მიყვარს სხვადასხვა აქტივობების დანერგვა. ეს აქტივობებიც რაღაცით მაინც უკავშირდება ჩემ სიყვარულს ესპანური ენის და ამ საოცარი ქვეყნის მიმართ. ჩემი ჰობია:
მიუხედავად იმისა რომ ესპანური ენა ჩემთვის ყველაზე საყვარელი ენაა, აზრი დაეკარგებოდა ამ ყველაფერს რომ არ შემეძლოს ამ ენისადმი სიყვარულის გაზიარება. ჩაეწერეთ ჩვენს ესპანური ენის ჯგუფებშიდა აღმოაჩინეთ ესპანური სამყაროს საოცარი სფერო.
ჩემი რეკომენდაციაა პირველ რიგში გაეცნოთ დეტალებს თუ რას გთავაზობთ ესპანურის ენის კურსები. აქ მაქსიმალურად დეტალურად არის გაწერილი რას უნდა ელოდეთ ამ პროგრამაში და რამდენად შეესაბამება ის თქვენს მიზნებს.
ესპანურის მასწავლებელი თბილისში ბევრი არ მოიძებნება. იქიდან გამომდინარე, რომ წლების წინ ამ ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი დიდი არ იყო, ადამიანებიც არ სწავლობდნენ ამ პროფესიას.
თუმცა, ბოლო წლებში ეს ტენდენცია ძალიან შეიცვალა და ესპანურის შემსწავლელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, გაჩნდა კვალიფიციური კადრებიც და აქ მცხოვრები ესპანურენოვანი მოქალაქეებიც დაინტერესდნენ ესპანურის სწავლების გამოცდილებით.
ზუტად ამ მიზეზით მოხვდა მაია ჩვენს ენის სკოლაში და იქცა ჩვენი მასწავლებელთა გუნდის განუყოფელ ნაწილად. მისი წარმატებული ენის სწავლების პრინციპები მეტყველებს მოსწავლეების წარმატებაზე.
ესპანურის სწავლით დაინტერესებული არიან სტუდენტები, მოგზაურები, ბიზნესმენები, ტურისტული აგენტები და უბრალოდ ენებით დაინტერესებული მოქალაქეები.
გარდა ამისა, ესპანური ენის სწავლა სტუდენტებს გზას უხსნის ესპანურენოვან ქვეყნებში და კომპანიებში დასასაქმებლად. აგრეთვე, არიან ენის სწავლის მსურველი ის პირები, ვინც ლათინურ ამერიკაში მოგზაურობას ან იმიგრაციას გეგმავენ.
ესპანურის მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილებს ძალიან ეფექტურად ატარებს.
ჩვენი ესპანურის პედაგოგს მაიას გააჩნია ყველა ის თვისება რაც ჭირდებათ მოსწავლეებს რომ მარტივად აითვისონ ენა. ესენია:
რა თქმა უნდა, ენის სიღრმისეული ცოდნა ყველაზე საბაზისო და აუცილებელი მოთხოვნაა მასწავლებლისთვის. მაიას უმაღლეს დონეზე აქვს ჩაბარებული DELE და SIELE გამოცდები.
არსებობს შემთხვევები, როდესაც მასწავლებელმა ნამდვილად კარგად იცის ის ენა, რასაც ასწავლის, მაგრამ მეორე ენაზე ამ ყველაფრის ახსნა და გადმოცემა არც ისე კარგად შეუძლია. ან შესაძლოა, მას სულაც არ აქვს კომუნიკაციის ის უნარები, რაც მასწავლებისთვის კრიტიკულია. თქვენ არ გყოლიათ სკოლაში მასწავლებელი, რომლის ახსნილსაც ვერასდროს იგებდით? ამ კრიტერიუმშიც მაია უმაღლეს ქულებს იმსახურებს.
კარგ მასწავლებელს შეუძლია გულისყურით მოუსმინოს მოსწავლეს. გაიგოს მისი პრობლემისა თუ გულისტკივილის შესახებ და თუკი მის ხელთ არის ამ საკითხში დახმარება, დაეხმაროს. პროფესიონალი მასწავლებელი ემპათიას აჩვენებს სტუდენტს, როდესაც მას ეს სჭირდება. ამგვარი ქცევა კი მაგალითი ხდება სხვა მოსწავლეებისთვისაც და კლასში მეგობრული, უსაფრთხო გარემო იქმნება. ამგვარი ატმოსფერო მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს მეტი ისწავლონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.
2025 – www.languageschool.ge