ზაქარია ფალიაშვილის ქN66, თბილისი

თურქულის-მასწავლებელი. Updated 2025
თურქული

თურქული ენის მასწავლებელი

მერჰაბა. მე სალომე ვარ, თურქული ენის მასწავლებელი. ხშირად მეკითხებიან თუ რატომ აგრძელებენ ჩემი სტუდენტები ჩემთან წლების შემდეგაც თურქულის სწავლას. ჩემი პასუხი მარტივია: თურქული ენა უბრალოდ ენა არ არის. ეს ცოცხალი ორგანიზმია და ჩემი სასწავლო პროგრამაც ამავე პრინციპითაა აგებული. არ ვგეგმავდი თურქეთის მასწავლებლად გამხდარიყავი. ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებს და მინდოდა, რომ დიპლომატიაში მემუშავა. მაგრამ საზღვარგარეთ სემესტრის განმავლობაში არაფორმალურად ვასწავლიდი ახალ შეძენილ უცხოელ მეგობრებს თურქულ ენას. მაშინ მივხვდი რომ ენის სხვაზე სწავლება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ამის გამო გადავწყიტე ამ დარგის შესწავლაზე დამეთმო დრო.

თურქული საოცრად საინტერესო ენაა. ის ერთდროულად ლოგიკურიცაა და შემოქმედებითიც. ჩემ გაკვეთილებში მოწინავე ადგილზე ვაყენებ ლაპარაკსა და მოსმენას. მიმაჩნია რომ გაკვეთილები ყველაზე საინტერესო მაშინაა როცა მოსწავლეები ერთმანეთსი ცვლიან ისტორიებს, უყვებიან ამბებს და უზიარებენ გამოცდილებებს. ეს ყოველივე კი მხოლოდ მოსმენით და საუბრით შეიძლება. მიუხედავად ბევრი შეცდომისა ყოველთვის ვეუბნები ჩემ სტუდენტებს რომ რაც შეიძლება ბევრი ისაუბრონ. დროთა განმავლობაში კი შეცდომები იკლებს და საუბარი უფრო იწმინდება.

8 წელზე მეტია რაც უცხოელებს თურქულს ვასწავლი. სტუდენტები მყავს როგორც ევროპიდან ასევე აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ჩვემი კლასები მორგებულია ყველა დონის მოსწავლისთვის. ზოგ მოსწავლეს პროფესიონალურ დონეზე სურს შესწავლა ზოგს კი მხოლოდ მარტივი ფრაზების სწავლა უნდა რომ თურქეთში ნავიგაცია გაუმარტივდეს. ზოგს კი მეუღლე ყავს თურქეთიდან და ამ მიზეზით სწავლობს ენას.

ასევე ვამზადებ სტუდენტებს TÖMER-ის გამოცდისთვის. ამ ჯგუში ძირითადად ის სტუდენტები სწავლობენ ვინც თურქეთის უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს. ძირითადად სუტდენტების უმეტესობა სამედიცინოზე აბარებს ამიტომაც ამ კურსის დიდი ნაწილი სამედიცინო ტერმინოლოგიას ეხება.

შემოგვიერთდი თურქული ენის ათვისებისათვის და ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ თურქული ენის ჯგუფში. შეხვედრამე, Gule Gule.

თურქული ენის კურსები– აღწერა და გრაფიკი.

თურქულის მასწავლებელი გვირჩევს ყურადღება მივაქციოთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს

  • არ თარგმნოთ წინადადებები პირდაპირ თქვენი მშობლიური ენიდან თურქულ ენაზე

თურქულსა და ქართულ ენებში წინადადების სტრუქტურა სხვადასხვაგვარია. შესაბამისად წინადადების სიტყვა-სიტყვით გადმოთარგმნა სწორი არ არის. მთავარია გაიაზროთ წინადადება და ისე დაალაგოთ მსგავსი აზრი თურქულ ენაზე.

  • იმუშავეთ რთული ბგერების „ğ, ı, ö, ü, ç და ş“ სწორად გამოთქმაზე

თურქულში არსებობს ისეთი ასო-ბგერები, რომელთა ანალოგიც ქართულ ენაში არ გვაქვს. შესაბამისად, როდესაც ქართველი სწავლობს თურქულად, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ამ ასო-ბგერების გამოთქმას. მოუსმინეთ ვიდეოებს, აუდიო-რესორსებს და ეცადეთ ზუსტად გაიმეოროთ მოცემული ბგერები.

  • არ დანებდეთ მარტივად

უცხო ენის შესწავლა რამდენიმე დღეში და კვირაში არ  ხდება. განსაკუთრებით, ენის საფუძვლიანად შესწავლას დრო სჭირდება. გამოწვევები და წინაღობები ყოველთვის შეგხვდებათ, გაიხსენეთ მიზეზი, რატომ დაიწყეთ ენის სწავლა. არ დანებდეთ მარტივად.

თურქულის მასწავლებელი ონლაინ საუკეთესო გადაწყვეტილებაა

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გამოგიცდიათ ონლაინ სწავლა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა. თურქულის ონლაინ გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი ჯგუფი: დამწყებთათვის, სამუშაო თურქული და სალაპრაკო თურქული. თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ სურვილისამებრ და დაიწყოთ თურქული სწავლა.

გაინტერესებთ ონლაინ სწავლის უპირატესობები?

  • გაკვეთილის გაცდენის შემთხვევებები მინიმუმამდეა დაყვანილი
  • თურქულის სწავლის პარალელურად, ეცნობი ონლაინ აპლიკაციებს და კომპიუტერულ პროგრამებს

თურქულის პედაგოგი პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს

  • როგორ დავიმახსოვრო თურქული სიტყვები მარტივად?

გამოიყენეთ ფლეშქარდები

გამოიყენე ახალი სიტყვები წინადადებებში

გონებაში დააკავშირე სიტყვები სურათებთან  

  • პირველ რიგში, ფორმალური თურქულის სწავლა ჯობს თუ არაფორმალურის?

გააჩნია თქვენს მიზანს. თუ თქვენი მიზანია თურქულის ყოველდღიურობაში გამოყენება, მაშინ კონცენტრირდით არაფორმალურ თურქულზე. თუ თურქულ ენას სწავლობთ კარიერული მიზნებისთვის, მაშინ ორიენტირდით ფორმალურ თურქულზე.

  • როგორ შევძლებ თურქულის სწავლას რეგიონში?

შეგიძლია ონლაინ რესურსები მოიძიო შენი ინიციატივით.

ან დარეგისტრირდი ჩვენს ონლაინ კურსზე და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.