ზაქარია ფალიაშვილის ქN66, თბილისი

არაბულის-ენის-მასწავლებელი. Updated 2025
არაბული ენის მასწავლებელი

არაბული ენის მასწავლებელი

გამარჯობა, მე არაბული ენის მასწავლებელი ვარ გიორგი. მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა მოგმართოთ ჩემს მომავალ სტუდენტებს. ორი სიტყვით ჩემს შესახებ: ვასწავლი არაბულ ენას ნოლიდან. ასევემ ვეხმარები ადამიანებს ALPT-ის (არაბული ენის ცოდნის ტესტი) მომზადებაში. ეს ტესტი იმათთვისაა ვინც არაბულენოვან ქვეყნებში სწავლას ან მუშაობას გეგმავს. მინდ, რომ ჩემმა სტუდენტებმა თავი თავდაჯერებულად იგრძნონ რომ ამ რთულ ენას მათთან ერთად წარმატებით დავძლევთ.

ერთ რამეს ყოველთვის ვეუბნები ჩემს სტუდენტებს რომ არაბული ენის სწავლას დრო სჭირდება. არ შეეცადოთ ყველა გრამატიკული წესის ერთ ღამეში დაუფლებას. არაბული ენა ნელნელა სწავლით და მცირე წინსვლებით შეისწავლება. ჯერ ფილმში მოსმენილი სიტყვის ამოცნობთ, შემდეგ სტატიიდან გამოიტანთ აზრს და რაღაც პერიოდის მერე შეგეძლებათ უმარტივესი დიალოგის წარმართვა.

თუ არაბული ენის შესწავლით ხართ დაინტერესებული და გსურთ, რომ სწავლასთან ერთად სასიამოვნო სასიამოვნო დავალებებით გაერთოთ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის შესაფერის კურსზე. მე, როგორც არაბული ენის მასწავლებელი შეგასწავლით ამ ენას. ამის გარდა გაგაცნობთ ყველა ამ ენის ნიუანს რაც დაგეხმარებათ თავი აარიდოთ არაბულ ქვეყნებში ყოფნისას არასასიამოვნო სიტუაციებსა.

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი არაბული ენის კურსები გვერდზე.

არაბულის მასწავლებელი ნამდვილად მჭირდება თუ დამოუკიდებლადაც ვისწავლი?

შეუძლებელია არაფერია, თქვენ შესაძლოა მოახერხოთ და არაბულ ენას თავად დაეუფლოთ. თუმცა დანამდვილებით გეტყვით რომ

  • მასწავლებლის გარეშე სასურველ მიზანს უფრო გვიან მიაღწევთ
  • მასწავლებლის გარეშე შეგხვდებათ დაბრკოლებები, რის გადასალახადაც დიდი რესურსი დაგეხარჯებათ
  • მასწავლებლის გარეშე ნაკლები შესაძლებლობა გექნებათ ლაპარაკის პრაქტიკის
  • მასწავლებლის გარეშე ვერ შეძლებთ უკუკავშირის მიღებას და შესაძლოა გარკვეული გამოთქმები, წესები, მნიშვნელობები არასწორად დაისწავლოთ

არაბულის მასწავლებელი გეხმარებათ სწრაფად, მარტივად და ეფექტურად აითვისოთ ახალი ენა. თუკი გადაწყვეტთ რომ არაბული ენის შესწავლა ჩვენ მოგვანდოთ:

  • მასწავლებელი დაგეგმავს თქვენი სწავლების თითოეულ ეტაპს და თქვენს სასურველ მიზანს სწრაფად მიაღწევთ
  • მასწავლებელი დაგეხმარებათ რთული საკითხების დაძლევასა და სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში
  • მასწავლებელი გაძლევთ მაქსიმალურ შესაძლებლობას მოისმინოთ და იმეტყველოთ არაბულ ენაზე
  • მასწავლებლისგან მუდმივად გექნებათ ინდივიდუალური უკუკავშირი, რაც დაგეხმარებათ სწრაფ პროგრესში

არაბულის მასწავლებელი ონლაინ ეფექტურად ასწავლის?

არაბულის გაკვეთილები ონლაინ საკმაოდ ეფექტური და პროდუქტიულია. ჩვენი მოსწავლეები ხშირად აღნიშნავენ რამდენიმე საკითხს, რაც განსაკუთრებით მოწონთ არაბულის მასწავლებელთან ონლაინ გაკვეთილების დროს:

  • მასწავლებელი მობილიზებულია რომ ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში
  • გამოიყენება ისეთი პლატფორმები, რაც საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმშიც შევძლოთ ჯგუფური და წყვილების სამუშაოების შესრულება
  • ინტერაქციული თამაშები ძალიან სახალისოს ხდის გაკვეთილს
  • მასწავლებელი ისეთი პრეზენტაციებით ხსნის ახალ მასალას, რომ ჩვენი ყურადღება მუდმივად მისკენაა მიმართული
  • სწრაფად ვიღებთ მასწავლებლის უკუკავშირს შესრულებულ დავალებებზე