მე იტალიური ენის მასწავლებელი მაია ვარ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში არ დავბადებულვარ, ჩემი ფესვები იტალიურია.ცჩემი ბებია-ბაბუა ალპების რეგიონიდან იყვნენ და მათი ისტორიები, ტრადიციები და დიალექტები ჩემი ბავშვობის შთაგონების წყაროდ იქცა. გავიზარდე იტალიური სამზარეულოს გემოებით, იტალიური საუბრის ჟღერადობით და იტალიური ღირებულებებით როგორიცაა: დიდი ოჯახი, მეგობრები და ცხოვრების ნელი ტემპი. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ადრეული ასაკიდანვე მიმიზიდა იტალიური ენის სწავლისაკენ და ჩემი კარიერაც ამ ენას დაუკავშირდა.
ვფლობ იტალიური ენაში სერტიფიკატებს, წარმატებით დავასრულე DITALS (Certificazione di competenza in didattica dell’italiano a stranieri), რაც მაძლევს უფლებას რომ შევასწავლო იტალიური ენა უცხოელებს. ასევე მაქვს სიენას უნივერსიტეტის მიერ გაცემული CILS C2 სერტიფიკატი (Certificazione di Italiano come Lingua Straniera), რაც ადასტურებს იტალიური ენის სრულ ფლობას.
მე ვეხმარები სტუდენტებს იტალიური ენის ოფიციალური გამოცდისთვის მომზადებაში, მათ შორის:
CILS (Certificazione di Italiano come Lingua Straniera)
CELI (Certificato di Conoscenza della Lingua Italiana)
PLIDA (Progetto Italiana Lingua Dante Alighieri)
AIL (Accademia Italiana di Lingua)
თითოეული ეს გამოცდა სხვადასხვა მიზანს ემსახურება იქნება ეს იტალიაში უნივერსიტეტში ჩარიცხვა, სამუშაოთ წასვლა თუ მოქალაქეობის მიღება. ვმუშაობ სხვადასხვა ასაკისა და ენის ცოდნის დონის სტუდენტებთან. მაქვს სხვადასხვა პროგრამა რომელიც ეხმარება ზოგ სტუდენტს წავიდეს იტალიაში სასწავლად ზოგს კი უბრალოდ ენა შეასწავლოს დაწყბით დონეზე.
მჯერა რომ ენის შესწავლასთვის აუცილებელია როგორც სტრუქტურებული გაკვეთილები (გრამატიკა, ლექსიკა) ასევე შთამაგონებელი ნიუანსებიც. ენის სწავლასთან ერთან აცულებელია მოსწავლემ შეითვისოს იტალიური ხასიათი, ტრადიციები და შემოქმედება. მჯერა რომ მხოლოდ ამ მიდგომით შეიძლება სტუდენტემბა დიდი ხნით მოკიდონ ხელი იტალიური ენის შესწავლას.
განურჩევლად იმისა იტალიურს პრაქტიკული მიზეზების გამო სწავლობთ თუ უბრალოდ ენა მოგწონთ მე მზად ვარ რომ ენთუზიაზმით შეგასწავლოთ ეს ულამაზესი ენა. ვიცი რამდენად სასიამოვნოა ახალი ენის შესწავლა და მიხარია რომ ამ გზაზე მე დაგეხმარებით. ასევე წაიკითხეთ თუ რაც მოიცავს იტალიური ენის კურსები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და მოხარული ვიქნები მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.
ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი, რასაც უამრავი მასწავლებელი ყურადღებას არ აქცევს არის ორმხრივი პატივისცემა. მოსწავლე და მასწავლებელი პატივისცემას გამოხატავენ ლექსიკით, სახის გამომეტყველებით, ქმედებებით და ა.შ. როდესაც მასწავლებელი იჩენს პატივისცემას მოსწავლეების მიმართ, ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ შეიმეცნონ ენა და ამ პროცესში დაუშვან შეცდომები. მათ იციან, რომ ისინი არ გაიკიცხებიან და არ დასცინებენ. მეორეს მხრივ, როდესაც მოსწავლეები პატივს სცემენ მასწავლებელს, მან იცის, რომ შეუძლია იხუმროს, გააზიაროს პირადი გამოცდილებები, თუკი რაიმე არ იცის თამამად თქვას და მხოლოდ გადამოწმების შემდეგ გასცეს კითხვას პასუხი.
იტალიურის მასწავლებელი ონლაინ მუშაობს და თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაკვეთილები ძალიან ეფექტური და პროდუქტიულია.
იტალიური ენის გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს ორშაბათს და ოთხშაბათს შუადღის 14:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ დროზე. გაკვეთილების ხანგრძლივობა 1-1.5 საათია იმისდამიხედვით ინდივიდუალურია თუ ჯგუფური გაკვეთილი.
გაკვეთილის მიმდინარეობის დროს მასწავლებელი იყენებს Google meet პროგრამას. გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე თქვენ გამოგეგზავნებათ გაკვეთილის ლინკი სადაც შეძლებთ ჩართვას.
იტალიურის პედაგოგი ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური კადრია ჩვენი ენების ცენტრში. ის მუშაობს სხვადასხვა დონის და ასაკობრივ ჯგუფთან. შესაბამისად, განსხვავდება სწავლების მეთოდოლოგიაც.
გაკვეთილის პროცესში კომბინაციაში გამოიყენება ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები.
2025 – www.languageschool.ge