თუ ეძებთ ჩინურის ენის მასწავლებელს თქვენ სწორ ადგილას მოხდვით. მე თინა ვარ ჩინური ენის პედაგოგი Linguaacademy-ში.
ჩინურ ენას ვასწავლი როგორც ონლაინ ასევე პირისპირ რეჟიმში. ჩემი ჩინური ენის პროგრამა ძალიან ადაპტირებადია და მოსწავლის უნიკალურ სწავლის სტილს და მიზნებს ვარგებ.
მე წარმატებით ვამზადებ უამრავ სტუდენტს ისეთი ჩინური ენის ტესტებისთვის როგორებიცაა:
ჩინური ენის ტესტების გარდა, მე ასევე ვეხმარები სტუდენტებს:
ჩინური კულტურა და ეტიკეტი: ენის ნიუანსების გაგება.
რა სერტიფიკატებს ვფლობ?
ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია იმის დანახვა, თუ როგორ იძენენ ჩემი სტუდენტები თავდაჯერებულობას და იწყებენ ჩინურ ენაზე ლაპარაკს.
მზად ხართ დაიწყოთ თქვენი ჩინური მოგზაურობა? მაშინ შემოგვიერთდი და დაამატე ჩინური ენის კურსები შენს არსენალში.
ჩინური ენა ძალიან საჭირო, თუმცა საკმაოდ რთული ენაა. ამ რთულ გზაზე, ჩინურის მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ჩინური მასწავლებელი ყურადღებას განსაკუთრებით შემდეგ დეტალებზე ამახვილებს:
ჩინური ენის დამოუკიდებლად სწავლა საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. დამწყებმა მოსწავლემ არ იცის რა საკითხით უნდა დაიწყოს და როგორ გააგრძელოს. დამწყები შეიძლება თავიდანვე ისეთ რთულ საკითხებს შეეჭიდოს, რომ სრულიად დაკარგოს მოტივაცია და მალევე დანებდეს. როდესაც ჩინურის მასწავლებელი გიტარებთ გაკვეთილს, მან იცის როგორ შემოგთავაზოთ სასწავლო თემატიკა ისე, რომ თქვენ შეძლოთ მასალის დაძლევა. მასწავლებელმა იცის რომელ საკითხს რა დრო უნდა დაუთმოს, როდის გაგიწიოთ საჭირო დახმარება და როდის მოგცეთ საშუალება თავად გადალახოთ წინაღობები.
ჩინურ ენას საკმაოდ დამახასიათებელი და არც ისე მარტივი გამოთქმები და ინტონაცია აქვს ქართველი მოსწავლისთვის. ჩვენ არ გვაქვს ბევრი ის ბგერა, რომელიც ჩინურ ენაშია. შესაბამისად ჩინურის მასწავლებელთან მუშაობის გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია ვისწავლოთ ის, რაც არ არის არც ჩვენს ენაში და არც ჩვენი ფიზიოლოგიისთვის არის გამოცდილი. პროფესიონალი მასწავლებელი დაგეხმარებათ მარტივად აითვისოთ ის ტონალობები, რომელიც სიტყვის მნიშვნელობასაც კი ცვლის ჩინურ ენაში.
და რაც მთავარია, როდესაც ჩინურის მასწავლებელთან ერთად მუშაობთ, თქვენი საუბარი ბევრად გამართული და ბუნებრივი ჟღერადობის იქნება. თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩინური ენის პირველ საფეხურზე და დაიწყოთ ამ ენის სწავლა.
ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტი ჩინურის სწავლისას არის სიმბოლოები, რაც დანარჩენი სხვა ენებისგან განსხვავებულია. ჩინურის მასწავლებელი გასწავლით ხრიკებს თუ როგორ დაიმახსოვროთ ეს სიმბოლოები და ასევე გასწავლით თუ როგორ იქმნება სიტყვები ამ სიმბოლოებისგან. ქართველი ადამიანისთვის, ეს სრულიად ახალი და უცხო საკითხია, ჩვენი ტვინი იმგვარად მოწყობილი არ არის რომ ეს საკითხები თავისთავად გაიგოს. იმისთვის, რომ ჩინურის სწავლის პროცესი საინტერესო და მარტივი იყოს, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ჩინურის მასწავლებლის ჩართულობა.
მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ჩინურს ფიზიკურად ისწავლით თუ ონლაინ, ჩინურის მასწავლებელი აუცილებლად გასწავლით ერთი და იგივე მეთოდოლოგიით. ონლაინ სწავლისას ეს პროცესი შეიძლება ოდნავ სახალისო იყოს, რადგან მეტი ონლაინ პლატფორმა და თამაში იქნება ინტეგრირებული.
ჩინური ენა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კულტურასთან. შესაბამისად, კულტურის ნაწილის შეცნობის გარეშე, ნაკლებად საინტერესო და პროდუქტიული იქნება ჩინური ენის შესწავლა.
კულტურასა და ენას შორის ბევრი დამაკავშირებელი ძაფი არსებობს, რისი აღმოჩენაც თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. ეს სწავლის პროცესსაც უფრო მარტივს და ბუნებრივს ხდის. აღარ გიწევთ რაღაც სიმბოლოები თუ წესები უბრალოდ დაიზეპიროთ, არამედ გააზრება მოდის ბუნებრივად და უფრო დიდხანს რჩება თქვენთან.
2025 – www.languageschool.ge